ეკონომიკა
11/05/2022

ქვეყანაში ყავის მოხმარება გაიზარდა

საქართველოში ყავის მოხმარება გაიზარდა. წლის პირველ კვარტალში ყავის მარცვლის იმპორტი 372 ტონით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ $3.14 მლნ-ის 1 228 ტონა ყავის მარცვალი იყიდა,  წელს ამავე პერიოდში კი $5.4 მლნ დოლარის 1 600  ტონა.

ქვეყანაში მოხალული და მოუხალავი ყავა 16 ქვეყნიდან შემოვიდა, საიდანაც  ყველაზე დიდი წილი $2.5 მლნ-ის (1000 ტონა) ინდონეზიაზე მოდის.

TOP-3 ქვეყანა, საიდანაც ყავის მარცვლის იმპორტი ხორციელდება: 

  • ინდონეზია - 1000 ტონა ($2.5 მლნ)
  • გერმანია - 96 900 ($592 000)
  • იტალია - 42 500 ($541,400 )

გარდა ამისა, ყავის იმპორტი ხორციელდება: ბელგიიდან, ბულგარეთიდან, ბელარუსიიდან, საფრნაგეთიდან,ნოდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყავის მარცვლის რეექსპორტიც ხორციელდება. 

 

Businesspartner