ეკონომიკა
12/06/2020

ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში $290 მლნ-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალი პანდემიის პირობებში გაიზარდა, მხოლოდ ერთ თვეში ქვეყნის საგარეო ვალდებულებები $290 მლნ-ზე მეტად არის გაზრდილი, წლიური ზრდა კი $613 მლნ-ია.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საგარეო ვალდებულებები 2020 წლის 31 მაისისთვის თითქმის $6 მლრდ-ს აღწევს.

საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $4,2 მლრდ მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 1.054 მლრდ დოლარია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

Businesspartner