ეკონომიკა
02/05/2022

ლანჩხუთში წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ₾6.5 მლნ დაიხარჯება

ლანჩხუთში  მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ჯამში 6.5 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა,ამ ეტაპზე ქალაქში 8 ქუჩის მოწესრიგება - მოასფალტება მიმდინარეობს,რაშიც დაახლოებით 3 მლნ ლარამდე იხარჯება.

 პროექტი 3 თვეში დასრულდება და ის რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ფინანსდება. 

გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს სუფსა - წყალწმინდის 5 კილომეტრიანი  გზის მონაკვეთის მოწყობა. პროექტში ჯამში 3.6 მლნ ლარი დაიხარჯება.

„ეს არის ყოფილი ცენტრალური გზა. აღნიშნული გზით ისარგებლებს დაახლოებით 11 სოფელი და მოსახლეობას მოძრაობას გაუადვილებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - 11 კილომეტრიდან 5 კმ-მდე შეამცირებს დასაკავშირებელ მანძილს,“-აცხადებს სარიშვილი.  

მისივე განცხადებით, გამზადებულია, თუმცა, დაფინანსების წყარო  ამ ეტაპზე მიღებული არ არის  4 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე,რომელიც  სოფლებში შიდა გზების მოწესრიგებას გულისხმობს.

Businesspartner