ეკონომიკა
03/06/2021

ლარი დოლართან მაისში თითქმის 5%-ით გამყარდა

ლარი დოლართან მაისში თითქმის 5%-ით გამყარდა, $1/₾3.2688-მდე. აპრილში კი , სებ-ის  "თვის მიმოხილვით" 3.3356- დან 3.4367-მდე (-3%), ევროს მიმართ მიმართ კი 3.2%-ით გაუფასურდა (3.9728-დან 4.1018-მდე).

აპრილში ლარი/დოლარის კურსის მაქსიმუმმა 3.4548-ს მიღწია (მინ: $1-₾3.4069).

სებ-ს მაისში სავალუტო აუქციონი არ გაუმართავს, აპრილში სავაჭრო აქტივობები გაიზარდა, სავალუტო ოპერაციები თითქმის მთლიანად (99.7%) სპოტ გარიგებებზე მოდიოდა.

სპოტ გარიგებების ძირითადი ნაწილი იურიდიულ პირებზე (68.3%) მოდიოდა, არარეზიდენტიოს ბანკების წილი 2.2%-ია, სებ-ის - 5.4%.

Bmatch-ზე ეროვნულმა ბანკმა აპრილში $800 000 გაყიდა. ამ პერიოდში ჩატარებულ 3 სავალუტო აუქციონზე კი - $83 მლნ -მდე.

ექსპერტების ნაწილი დატვირთულ აპრილზე ამახვილებენ ყურადღებას, ფინანსისტმა (პროფესორი) რეფინანსირების სესხების პიკურ ₾ 3 მლრდ-დან (22/04.2021) 980 მლნ-მდე შემცირების ეფექტზე. ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდების მნიშვნელოვნად შემცირებამ ლარი გაამყარა. ასევე  დოლარის გლობალური დასუსტების ეფექტზე აღნიშნა.

ექსპერტების ნაწილი დატვირთულ აპრილზე ამახვილებს ყურადღებას, პროფესორი, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია კი რეფინანსირების სესხების პიკურ ₾3 მლრდ-დან (22/04.2021) ₾980 მლნ-მდე შემცირების ეფექტზე. მან გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, რომ ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდების მნიშვნელოვნად შემცირებამ ლარი გაამყარა. ასევე აღნიშნა დოლარის გლობალური დასუსტების ეფექტზეც.

Businesspartner