ეკონომიკა
04/06/2021

ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა - $1/₾3.0791 ღირს

ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს, ლარი გამყარდა ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში.

4 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0791 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 7.33 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7276 ლარია. ევროს ცვლილებამ 11.5 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 0.36541 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3477 ლარი ეღირება.

 

 

Businesspartner