ეკონომიკა
18/03/2020

ლარის გაუფასურება სავარაუდოდ პროდუქციას გააძვირებს

ლარის გაუფასურების გამო სავარაუდოდ პროდუქციაზე ფასები მოიმატებს, თუმცა ფასნამატი ლოგიკურ საზღვრებს არ გასცდება – ასე ამბობენ ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში.

ბიზნეს-გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლებენ და თვითნებური გაძვირების ფაქტებს მინიმუმამდე შეამცირებენ.

პარალელურად მსხვილი სავაჭრო ქსელები მოსახლეობას მოუწოდებენ არ აყვნენ პანიკას და განმარტავენ, რომ არცერთი პროდუქტის დეფიციტში მოხვედრის საშიშროება არ დგას და მარაგები შევსებულია.

კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის გამო ქსელურ დიდ მარკეტებში განთავსებულია ერთჯერადი ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარებიც, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

Businesspartner