ეკონომიკა
11/06/2021

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკურად პოსტპანდემიურ პერიოდში გადავდივართ

ფინანსთა მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ პანდემიურ პერიოდშია, აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია დარწმუნებით ითქვას, რომ ეკონომიკურად პოსტ-პანდემიურ პერიოდში გადავდივართ.

“აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 44.8% იყო, რომელიც შეეხო ფაქტობრივად ყველა სექტორს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტში 70%-იანი ზრდაა. გაუმჯობესებული ეკონომიკური დინამიკის გათვალისწინებით, მაისში მთავრობამ გადახედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და 4.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა. თუმცა მაღალი ალბათობით შესაძლებელია ოპტიმისტური სცენარის განვითარებაც, სადაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10.2%-ს შეადგენს.

ასევე, ვაფასებთ ეკონომიკის მდგომარეობას ე.წ უკოვიდო თეორიულ სცენართან შედარებით, როდესაც ყოველწლიური ზრდა 4.5%-5% გვქონდა.

2020 წლის ეკონომიკურმა კლებამ შეადგინა 6.2%, რაც ნიშნავს რომ “უპანდემიო” პერიოდში 2020 წელს ეკონომიკას 10%-ზე მეტი დააკლდა. მნიშვნელვანია სევაფასოთ თუ რამდენად შევძლებთ 4 წლიან პერიოდში ამ დანაკარგის სრულად აღდგენას,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

Businesspartner