ეკონომიკა
16/04/2021

ლაშა ხუციშვილი: ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი ₾350 მლნ-ს დაზოგავს

ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

500 მლნ დოლარის ახალი ევრობონდები 5 წლიანი, მისი კუპონის საპროცენტო განაკვეთი 2.75%-ია, რაც მკვეთრად დაბალია წინა გათავსებასთან შედარებით. 2011 წელს განთავსებული 10 წლიანი ბონდების საპროცენტო განაკვეთი 6.87% იყო.

ფინანსთა მინისტრო მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირება საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული რეიტინგის შედეგია. საერთაშორისო ორგანიზაციებს Fitch-სა და S&P -ს საქართველოსთვის მინიჭებული აქვთ „BB”რეიტინგი, Moody’s –ს კი „Ba2“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ მიწოდებას 4-ჯერ გადააჭარბა.

 

 

Businesspartner