ეკონომიკა
11/06/2021

ლაშა ხუციშვილი: ქვეყანა პანდემიას მაღალი ბუფერებით შეხვდა

საზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიას ქვეყანა საკმაოდ მაღალი ბუფერებით შეხვდა, რამაც მნიშვნელოვნად გააადვილა რეაგირება ამ მიმართულებით.

“გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ქვეყნას ჰქონდა მაღალი ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტებში და საკამოდ მსხვილი რეფორმების პაკეტი. ეს ყველფერი კი დონორებთან წარმატებით მუშაობაში მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. ჯამში მოვიზიდეთ $ 2.1 მლრდ-ის დახმარება, რამაც შესაძლებლობა მოგვცა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

პანდემიამ ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიაყენა. ეკონომიკური კლება აისახა შემოსავლებზე, გაიზარდა დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანიც იყო შეგვენელებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. სწორი და ეფექტური სოციალური სისტემა ალაბთ მთავარი გამოწვევა იყო ჩვენთვის, ვთვლი რომ ჩვენი პროგრამები წარმატებული იყო" - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner