ეკონომიკა
31/05/2021

ლაშა ხუციშვილი: წელს საშემოსავლო გადასახადები გადაჭარბებით შესრულდება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წელს საშემოსავლო გადასახადები გადაჭარბებით შესრულდება.

მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში 12%-ით გაიზარდა იმ დასაქმებულების რაოდენობა, ვინც შრომის ანაზღაურება აიღო. საუბარია კერძო სექტორზე.

“ბუნებრივია, მაღალი ეკონომიკური ზრდა მეტ საბიუჯეტო შემოსავლებს იძლევა. ეს იქნება ყველა ძირითად გადასახადდთან მიმართებაში.

შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 12%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც შრომის ანაზღაურება აიღო. ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი. ხოლო, მოცულობა თანხობრივ ჭრილში, დაახლოებით 38%-ით არის გაზრდილი იმ ხელფასის ოდენობა, რომელიც წელს აპრილის თვეში აიღო დაქირავებით მომუშავეებმა.

შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზე, ამ ნაწილში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს აისახება არა რომელიმე კონკრეტულ გადასახადზე, როგორიცაა მაგალითად დღგ, არამედ ბიუჯეტის შემოსავლების სხვა მნიშვნელოვან წყაროებზეც, ეს არის საშემოსავლო გადასახდი“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა საბიუჯეტო დეფიციტს შეამცირებს.

მინისტრის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა და პროგნოზებმა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საჭიროება გააჩინა, რაზეც მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები