ეკონომიკა
29/04/2020

ლევან ყულიჯანიშვილი: დღევანდელი რეალობიდან, ანტიკრიზისული გეგმა ყველა გამოწვევას პასუხობს

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილ ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს.

როგორც ლევან ყულიჯანიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, აღნიშნული გეგმა დღეს არსებულ ყველა გამოწვევას სათანადოდ პასუხობს. მისი თქმით, ასევე საინტერესოა შემდგომი განვითარება, თუ როგორ აისახება ანტიკრიზისული გეგმა უშუალოდ დარგობრივი ეკონომიკის ჭრილში.

ლევან ყულიჯანიშვილი საუბრისას შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციის სწორი მენეჯმენტის პირობებში, გეგმით გათვალისწინებული ვადების შესრულება მომდევნო პერიოდში შესაძლო ეკონომიკურ ზარალებს შეამცირებს.

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ყურადღბა მთავრობის მიერ საერთაშორისო დონორებთან განხორციელებული მოლაპარაკების შედეგებზეც გაამახვილა.

„მე ვიტყოდი, რომ ეს იყო საკმაოდ მოკლე დროში კარგი და წარმატებული შესრულება. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყანას დღეს აქვს შესაძლებლობა 3 მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსი გამოიყენოს,“ – განაცხადა ლევან ყულიჯანიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები