ეკონომიკა
19/11/2020

მაჭავარიანი და გვენეტაძე IMF-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს ვირტუალურ ფორმატში შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვირტუალურ ფორმატში შეხვდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს.

შეხვედრაზე განიხილეს „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მეშვიდე მიმოხილვის ფარგლებში ფონდის შემფასებელ მისიასთან შეთანხმებული საკითხები.

მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პერიოდში, ასევე, 2021 წელს ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

ასევე აღინიშნა იმ ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაუწია საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

პოლ ჰილბერსის თქმით, მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს ხელმძღვანელობა და აღმასრულებელი საბჭო დეკემბერში განიხილავს და დამტკიცების შემდეგ საქართველოსთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით, 112.1 მილიონი აშშ დოლარი.

მთავარი სიახლეები