ეკონომიკა
03/06/2021

მაისში ინფლაცია დაჩქარდა და 7.7%-ს მიაღწია

მაისში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მაისში წლიური ინფლაცია 7.7%-ია, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4%-ით განისაზღვრა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები