ეკონომიკა
29/04/2021

მარტში 5 291 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

საქართველოში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა მარტში გაზრდილია, ასევე ზრდაა ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა მაჩვენებელშიც.

„საქსტატის“ მონაცემებით, დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვამ მარტში 7,906 მლრდ ლარი იყო, წლიური ზრდა 21,5%-ია. 

118%-ით არის გაზრდილი ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელი, დარეგისტრირებულია 5 291 საწარმო. 

2020 წლის მარტში ქვეყანაში 2 426 ახალი საწარმო დარეგისტრიდა, მაჩვენებელი წლიურად 48%-ით იყო შემცირებული. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 2020 წლის მარტში 6,3 მლრდ ლარს შეადგენდა.

Businesspartner