ეკონომიკა
29/04/2021

მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა

იანვარ-თებერვლის მნიშნელოვანი ვარდნის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა მარტში 4%-ით გაიზარდა.

ამის მიუხედავად კვლავ მინუსებში რჩება I კვარტლის ზრდა. საქსტატის მონაცემებით, საშუალო რეალურმა კლებამ 4.2% შეადგინა.

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში ქვეყნის ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა, თებერვალში კი 5.1%-ით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები