ეკონომიკა
09/06/2021

მიხეილ დუნდუა: ეკონომიკური განვითარების მთავარ ხაზს მივყვებით

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ინსტიტუციონალური რეფორმების გაძლიერება და ამასთან ერთად ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება შესაძლებელს გახდის ქვეყანას საინვესტიციო მიმართულებით დადებითი რეიტინგი ჰქონდეს.

“მაისის პირველ კვირაში საგადასახადო შემოსავლები 50%-ით მაღალი იყო, ივნისშიც ანალოგიური მაჩვენებლია, რაც ოპტიმისტურ ვარაუდს აჩენს, რომ ისეთივე შთამბეჭდავი ეკონომიკირი ზრდა გვექნება. თუ ეს ზამბარის ეფექტია კარგად მუშაობს, თუმცა ზამბარის ეფექტის მიღმაც არსებობს ის რეალური მანუგეშებელი პარამეტრები, მაგალითად ექსპორტის ზრდა, რომელიც ეკონომიკის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორებზე მიანიშნებს," – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ გადაცემაში "ბიზნესპარტიორის ოთხეული".

დუნდუას თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად - სოციალური, ეკონომიკური, ფინანსური, თუ საგადასახადო კუთხით.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზი, რომელიც აკვირდება გრძელვადიან პარამეტრს და რეალურ მაჩვენებლებს, საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე აყენებს. მინდა დაგაიმედოთ და ამის მყარი საფუძველიც მაქვს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ბიუჯეტის პარამეტრები უნდა დავწიოთ, ვალის მიმართება მშპ-სთან უნდა გავაუმჯობესოთ, უნდა მივხედოთ ფუნდამენტურ საკითხებს", - განაცხადა მიხელ დუნდუამ.

მისივე თქმით, მთავრობა ეკონომიკური განვითარების მთავარ ხაზს მიყვება.

"ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა ნაბიჯს დგამს, დაბალი გადასახადებით, სწორი რეგულაციებით, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო იყოს მიმზიდველი და საექსპორტოდ ორიენტირებული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ გადასახადების წნეხის სიმსუბუქის მიხედვოთ მაოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ," – ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

 

 

Businesspartner