ეკონომიკა
02/02/2023

მიხეილ დუნდუა: ტენდენცია გვაჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალია ხოლმე, ვიდრე პროგნოზები

ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2023 წელს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით პოზიტიურ ტენდენციებს ელოდება.

მიხეილ დუნდუას განმარტებით, ასეთივე მოლოდინი აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, სარეიტინგო კომპანიებს. საკითხზე დუნდუამ გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე ისაუბრა.

"შესაძლებელია, გაცილებით უკეთესი შედეგი დადგეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩვენ საკითხს სწორი, კონსერვატული მიდგომით ვეკიდებით საკითხს. ბიუჯეტს ვგეგმავთ და ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ბიუჯეტიდან გამომდინარე ვასახელებთ. თუმცა, როგორც ბოლო წლების ტენდენცია და დინამიკა გვეუბნება, რეალურად უფრო უკეთესი შედეგი დგება ხოლმე, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ან თავად მთავრობა პროგნოზირებს. მაგალითად, სავალუტო ფონდი გასული წლის აპრილში პროგნოზირებდა ეკონომიკის ზრდას 3.2%-ით. შემდეგ გაზარდა 9%-ის დონეზე, ახლა კი ჩვენი მაჩვენებელია ორნიშნა. გაეროს პროგნოზი 4.4% იყო, 2022 წლის 10.8%-ია, ხოლო 5.2%-ს პროგნოზირებს 2023 წლისთვის. საბოლოოდ, 2023 წელს კარგ წელიწადს უნდა ველოდოთ. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დადებითი მოლოდინი აქვთ",- აღნიშნა დუნდუამ. 

Businesspartner