ეკონომიკა
22/06/2020

მინისტრი: COVID-19-ის მიუხედავად აშშ-დან ინვესტიციები იზრდება

აშშ საქართველოს მთავარ პარტნიორად და ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად რჩება, საიდანაც ინვესტიციები 2020 წლის I კვარტალის მონაცემით 34%-ით გაიზარდა, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა აშშ - ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, 17%-იანი წილით მეორე ადგილი უკავია უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის და კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად აშშ-დან გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მნიშვნელობაზე აღინიშნა, რომელმაც ხარისხობრივად ახალი, სტრატეგიული მოკავშირეობის დონეზე აიყვანა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები.

აღინიშნა საქართველოს მზადყოფნაზე აქტიურად ჩაერთოს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაანონსებულ ინიციატივაში, ე.წ. “Economic Prosperity Network“-ში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც მოიცავს გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას ციფრული ბიზნესის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, განათლების თუ კვლევის  მიმართულებით. აღნიშნული ქსელის შექმნა მოიცავს აშშ-ს მიერ ე.წ. „სანდო პარტნიორების ალიანსის“ შექმნას, სადაც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოების კერძო კომპანიების   და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

Businesspartner