ეკონომიკა
14/01/2022

მინისტრი: ქართული პროდუქციის ექსპორტი ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება

ეკონომიკის მინისტრი საგარეო ვაჭრპობის ზრდის დინამიკით კმაყოფილია.

„როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს - გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებით პროდუქციის ექსპორტი. ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 4,2 მლრდ დოლარს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, ზრდამ კი დაახლოებით 27% შეადგინა 2020 წელთან შედარებით," - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ექსპორტმა 4,242 მლრდ დოლარი შეადგინა, იმპორტი 25.1%-ით არის გაზრდილი და 10,077 მლრდ დოლარია. 2021 წელს დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 11.7%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) მონაცემს. 2021 წელს სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14,319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 7.5%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემს.

„ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად," - განაცხადა მინისტრმა.  

Businesspartner