ეკონომიკა
11/06/2021

მინისტრი: მძლავრი და ამბიციური რეფორმები ეკონომიკას განვითარების ახალ საფეხურზე გაიყვანს

ფინანსთა მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინები გვაქვს, მძლავრი და ამბიციური რეფორმები არის ის, რამაც ეკონომიკა უნდა გაიყვანოს გამვითარების ახალ საფეხურზე.

“ფინანსთა სამინისტრო აქტიური მონაწილე და ინიციატორია ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის, რომელიც ფისკალურ არეალს სცილდება. სამინისტრო ჩართულია და ახორციელებს რეფორმებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო საწარმოების, საპენსიო სისტემის და რა თქმა უნდა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების მიმართულებით,” - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

Businesspartner