ეკონომიკა
16/05/2022

მინისტრი: პურის გაძვირების წინაპირობა ამ დროისთვის არ არის, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს

ეკონომიკის მინისტრი უახლოეს პერიოდში პურზე ფასის ზრდას არ პროგნოზირებს.

თუმცა, ლევან დავითაშვილი აქვე განმარტავს, რომ ყველაფერი მაინც გარემო პირობებზეა დამოკიდებული, რომლის შეცვლის შემთხვევაშიც, შეიცვლება ვითარებაც. 

"ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ მოსახლეობისთვის პურზე ხელმისაწვდომობა იყოს და ასევე იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. გაზრდა არ არის მთავრობისა და საზოგადოების ინტერესში. ფქვილის იმპორტზე ხელოვნურ ბარიერებს ვერ შევქმნით. რაც შეეხება ხორბალს, გარკვეული მარაგი არის. ჩვენს კორიდორში ხორბალი მოძრაობს. ქვეყანას პრობლემა არ აქვს. პურის ფასის გაზრის წინაპირობა დღეს არ არის, თუ გარემო პირობები შეიცვლება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ამ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითრებაში ამას არ აქვს წინაპირობა",- განაცხადა დავითაშვილმა.

Businesspartner