ეკონომიკა
02/05/2022

მინისტრი: წარმოუდგენელია, სანქცირებული რუსული პროდუქცია EU-ში საქართველოს გავლით გავიდეს

ფინანსთა მინისტრი გამორიცხავს, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც დასავლური ქვეყნების მიერ სანქცირებულია, ამავე ქვეყნებში შეზღუდვების გვერდის ავლით, საქართველოდან გავიდეს.

"ქვეყნებში, რომელთაც სანქციები დაწესებული არ აქვთ, რა თქმა უნდა, რუსული აკრძალული პროდუქცია საქართველოდან რეექსპორტის სახით ვერ გავა. ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტის ქვეყანა, როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერთმანეთთან იმ პროდუქციით, რომელი პროდუქციაც არ არის სანქცირებული. საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ის ქვეყნები, რომელთაც უშუალოდ სანქციები აქვთ დაწესებული, იქ არ მოხვდეს რუსული პროდუქცია. ბუნებრივია, ამ ნაწილში არის ძალიან მკაცრი საბაჟო კონტროლი. საბაჟო კონტროლი საბაჟო რისკების შესაბამისად ხორციელდება. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელთაც რუსეთისთვის სანქციები აქვთ დაწესებული. მათ შორის, გავიდეს ევროკავშირის ქვეყანაში, მიენიჭოს წარმოშობის სერთიფიკატი და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. აბსოლუტურად გაუგებარია უკრაინული მხარის განცხადებები და მოვითხოვთ შესაბამის განმარტებებს",- განაცხადა ხუციშვილმა. 

Businesspartner