ეკონომიკა
18/03/2020

მინისტრი: უხილავ მტერთან ომი ვერაგია, მაგრამ სტიმულირების გეგმით განვითარების ტემპს მალე დავუბრუნდებით

პანდემიასთან ბრძოლას ეკონომიკის მინისტრი ომს უწოდებს. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ქვეყანა და მსოფლიო ომშია უხილავ მტერთან და ბრძოლაც უფრო ვერაგია.

მინისტრის თქმით, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია პანდემიის შეჩერებისკენ: “ამ ბრძოლაში საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება საერთაშორისო არენაზე“.

ივანე მაჭავარიანს სტიმულირების მექანიზმების, რომლებზეც პარტნიორთან ერთად მუშაობს ქვეყანა, მალე დაუბრუნდება განვითარების ტემპს.

ეროვნულ ბანკში გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იგეგმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა დონორებთან.

მინისტრმა 2019 წლის წარმატებით, საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებაზე. “ამის ხარჯზე შევქმენით დიდი მოცულობის ფისკალური ბუფერები, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა.  ამ კრიზისულ სიტუაციაში, გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიყენოთ ეს რეზერვები და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები