ეკონომიკა
21/09/2021

Moody’s-ი 12.8%-იანი ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულამდე შემცირებას ელის

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურზე შეუნარჩუნა. გამოქვეყნებულ პრესრელიზში Moody’s-ი ეროვნული ბანკის წვლილზე მიათითებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ინფლაციის შემცირებას ელის.

რეიტინგისა და პერსპექტივის "სტაბილურზე" შენარჩუნება განპირობებულია ფისკალური და მონეტარული ინსტიტუტების არსებული განვითარებით, რომელმაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება გახადა შესაძლებელი. ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოთხწლიანი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა, შოკების მიმართ ეკონომიკის მოქნილობას შეუწყო ხელი.

Moody's-ს ინფლაციის მიმდინარე 12.8%-დან ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირების მოლოდინი აქვს მას შემდეგ, რაც დროებითი ფაქტორები ამოიწურება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა საერთაშორისო სასაქონლო ჯგუფების ფასებისა და მიწოდების შეზღუდვების გავლენას გადაწონის. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2020 წლის პიკური მაჩვენებლიდან (მშპ-ის 12.5%) პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან (მშპ-ის დაახლებით 5%) დაახლოებას დაიწყებს, გზავნილების, არატურისტული ექსპორტის მყარი ზრდისა და რეფორმების გრძელვადიანი სარგებლის რეალიზების ფონზე. ამ უკანასკნენლთა შორის მოიაზრება საპენსიო რეფორმაც, რომელიც შიდა დანაზოგების დაგროვებას უწყობს ხელს.

კვლავ მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის რისკი, რომელიც დოლარიზაციის, მართალია შემცირებულ, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეს უკავშირდება.

Businesspartner