ეკონომიკა
14/09/2020

მოსახლეობის 67%-ისთვის უმუშევრობა ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემაა

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ პრობლემებს შორის პირველ ადგილზე უმუშევრობას ასახელებს.

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევარობას გამოკითხულთა 67% ასახელებს.

გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკისყთვის ყველაზე დიდ პრობლემა ფასების ზრდა/ინფლაციაა;

რესპონდენტთა 22% მთავარ პრობლემად სიღარიბეს მიიჩნევს. 

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევა 6-11 აგვისტოს ჩაატარა, სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოკითხულია 2,045 მოქალაქე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.

 

Businesspartner