ეკონომიკა
12/01/2022

მსოფლიო ბანკი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები უცვლელად დატოვა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 10.5%-ს მიაღწევს, 2022 წლისთვის კი ზრდა 5.5%-მდე შემცირდება.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას არ ელის.

„შედარებით უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის და დასტაბილურებული ადგილობრივი მოთხოვნის პირობებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022-2023 წლებში სავარაუდოდ 5-5.5%-იან პოტენციუირ ზრდის მაჩვენებლამდე შემცირდება. პროგნოზი ემყარება პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შეზღუდვას, რასაც ხელს უწყობს ვაქცინაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდა”,- წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

მსოფლიო ბანკმა რეგიონალური ეკონომიკის ბოლო მიმოხილვა 2021 წლის ივნისში გამოაქვეყნა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ანგარიშში ვარაუდობდა, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5%-მდე შემცირდებოდა, ხოლო 2023 წელს 5%-ს მიუახლოვდებოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები