ეკონომიკა
09/06/2021

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ვარაუდობს

მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკმაც 1.7%-ული პუნქტით გააუმჯობესა.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის განახლებული პროგნოზით, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2021 წელს 6%-ს მიაღწევს.

მანამდე საფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოში 2022-2023 წლებში 5-5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

მთავრობამ უკვე დაანონსა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო 4.3%-იანი მაჩვენებლის 6.5%-მდე გაზრდაზე გადაწყვეტილება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს ეროვნული ბანკიც.

 

Businesspartner