ეკონომიკა
17/11/2021

მსოფლიო მიწოდების ჯაჭვის კრიზისი და გავლენა საქართველოზე

ეკონომიკის დოქტორმა, ირაკლი დანელიამ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვის კრიზისზე და საქართველოში მის გავლენაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ლოგისტიკური სისტემები და გლობალური მიწოდების ჯაჭვი პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასა თუ ვარდნაზე.

“ვინაიდან წინა წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს ნიშნავს რომ გლობალური სავაჭრო ურთიერთობების იდენტიფიკაციაც იზრდება, შედეგად ვღებულობთ სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნას და შესაბამისად გადაზიდვის ფასების ზრდასაც, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველ როგში მინდა აღვნიშნო, რომ როგორც პანდემია, ასევე ეკონომიკირი ზრდაც ჩინეთიდან დაიწყო.

სახეზე გვქონდა ეროვნული ჩაკეტვები, რამაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდა შეამცირა ქვეყნებში და მივიღეთ გლობალური ასიმეტრიული სავაჭრო ბალანსი. რაც შეეხება ინდუსტრილ ფაქტორებს, უბრალოდ გააუქმეს სერვისები ჩინურ პორტებში, სადაც მსოფლიოს 10 უდიდესი პორტია. გარდა ამისა, დიდი კოლაფსი განიცადა სახმელეთო გადაზიდვებმაც, ოპერაციული წნეხის ქვეშ მოექცა საპორტო ინფრასტრუქტურა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ინდუსტრიის თვალსაზრისით იყო ქარხნების მიერ კონტეინერების დროულად ვერ დაბრუნება, რამაც სხვა მომხმარებლისთვის დეფიციტი წარმოშვა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო სუეცის არცის გაჭედვის ფაქტიც,” - აღნიშნავს ირაკლი დანელია.

რაც შეეხება კონტეინერულ გადაზიდვებს, დანელიას თქმით, კონტეინერები და გემებზე ადგილები არის იქ სადაც მასზე ნაკლები მოთხოვნაა და არა იქ სადაც ჭარბი მოთხოვნაა.

„საკონტეინერო და გემზე ადგილების თვალსაზრისით საზღვაო ინდუსტრიის მხრიდან შეკვეცა მოხდა დრამატულად და ასევე მკვეთრად დაიწყო ეკონომიკირი ზრდა ჩინეთიდან. იმ დროს, როდესაც გემები გადასროლილი იყო დასავლურ ქვეყნებში, მოთხოვნას ვერ უპასუხა აზიური მიმართულებით, შესაბამისად, მათი დაბალანსება შესაძლებელია მომდევნო წლის თებერვლის პერიოდში, როდესაც ჩინური ახალი წლის დროა, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთის მხრიდან ექსპორტზე მოთხოვნა მცირდება. ამ დროს კი საზღვაო ხაზები კონტეინერებს და გემებს მიმართავენ იქ, სადაც შეიძლება დაბალანსდეს ჩინური მოთხოვნის ნაკადები,“ –განმარტავს ირაკლი დანელია.

Businesspartner