ეკონომიკა
14/03/2020

მთავრობა: სურსათზე დეფიციტის შექმნის საფრთხე არ გვაქვს

პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს.

გიორგი გახარია მოსახლეობის სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე აცხადებს.

მისი თქმით, შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები და ეს სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს.

გიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებსაც შეხვდება და საზოგადოების დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

Businesspartner