ეკონომიკა
06/10/2022

მთავრობას საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონპროექტი წარედგინა

მთავრობას საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონპროექტი წარედგინა. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობა უახლოეს პერიოდში, პროექტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს. დოკუმენტი კი, განსახილველად პარლამენტში შევა. 

"ეს იქნება უფრო მეტად საინვესტიციო საჭიროებებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ვიდრე პოლიტიკური. მთავრობის წევრები არ იქნებიან უშუალოდ საბჭოში წარმოდგენილნი. ვფიქრობთ, საპარტნიორო ფონდის მმართველობა და ეფექტიანობა გაუმჯობესდება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში. 

 

Businesspartner