ეკონომიკა
07/06/2021

ნათია თურნავა: ახალი ფრენები ანონსდება

საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში OMAN AIR შემოვა და კვირაში რამდენიმე სიხშირით დაიწყებს ფრენებს. გარდა ამისა, შეთანხმება უკვე მიღწეულია და ივლისიდან, დაბალბიუჯეტური ევროპული კომპანია Lufthansa-ს შვილობილი კომპანია Eurowings კვირაში რამდენიმე სიხშირით დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი მიმართულებით დაიწყებს ფრენას.  

“ახალი ფრენები ანონსდება, ასევე მოქმედი ავიაკომპანიებისგან შემოგვდის მოთხოვნა სიხშირეების გაზრდაზე. ეს მთლიანობაში ძალიან პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ტურიზმის აღდგენა-გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდება. ჩვენ გვექნება მორიგი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზღვრის კვეთა უფრო კომფორტული გახდეს და მეტად დავეხმაროთ ეკონომიკას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner