ეკონომიკა
07/06/2021

ნათია თურნავა: ეკონომიკა ჯანსაღდება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, მთავრობას ეკონომიკური ზრდის ობიექტურად ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.

“ტურიზმის აღდგენის, ასევე იმ ეკონომიკური პროგრამების კვალობაზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, დაწყებული მასშტაბური პრივატიზაციით, დამთავრებული “აწარმოე საქართველოში“ პროგრამებით და ინფრასტრუქტურული მშენებლობით, ეკონომიკა ჯანსაღდება. მთავრობის წევრები არ დავიღლებით იმის აღნიშვნით, რომ აპრილის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო მართლაც უპრეცედენტო, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წლევანდელი ზრდის პროგნოზი, ობიექტური და არა ზედმეტად ოპტიმისტური, პრაქტიკულად გავაორმაგოთ. პროგნოზი 3.5%-დან 6.7%-მდეა გაზრდილი. თუმცა, შესაძლებლობა გვაქვს, სხვა დადებითი ფაქტორების განვითარების და პანდემიის სწრაფი დაძლევის შემთხვევაში ორნიშნა ზრდაც გვქონდეს წლევანდელ წელს. ეს არის ზომიერი, ფრთხილი ოპტიმიზმი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.  

Businesspartner