ეკონომიკა
10/09/2020

ნათია თურნავა: ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს

ნათია თურნავა თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს რომ უფრო შემზღუდავი და მკაცრ ზომების საჭიროება არ გახდეს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ასეთ დარტყმებს ვერ გაუძლებს.

„სამწუხაროდ, პრაქტიკულად, ის მეორე ტალღა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, საქართველოში უკვე დაწყებულია, ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია. მთავარია  ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლზე აყვანისა და იმისთვის, რომ ეს პროცესი მართვადი ყოფილიყო“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ვერავინ შეპირდება მოსახლეობას, რომ კორონავირუსი სადმე გაქრება, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ, მისი შეფასებით, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება პანდემიასთან ერთად.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ უფრო დიდად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე ერთხელ გავიარეთ და ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს, შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“ - აღნიშნა მინისტრმა.

Businesspartner