ეკონომიკა
13/01/2021

ნათია თურნავა: ეკონომიკასა და ბიზნესს ღირსება და თავისუფლება დავუბრუნეთ

„ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკას და ბიზნესს, პირველ რიგში, თავისუფლება და ღირსება დაუბრუნდა, - განაცხადა ეკონომიკის ნათია თურნავამ „პოსტივის“ ეთერში.

მისი განმარტებით, თავისუფალი ბიზნესი არის ის პარადიგმა, რომლითაც ბიზნესი საქმიანობს და ვითარდება დემოკრატიულ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის დროს.

„ეს თავისუფლება ბიზნესს არ ჰქონდა 2012 წლამდე. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ იმართებოდა მაშინ ბიზნესი. ბიზნესს არ ჰქონდა არც გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, არც საკუთარი ქონების განკარგვის და არც განვითარების თავისუფლება და პრაქტიკულად ორი-სამი კაცი და ძალოვანი ელიტა წყვეტდნენ, ვის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო - ბანკი, მიწა თუ ლიცენზიის გაცემა და სხვა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, დღეს თავისუფალი ბიზნესმენი იღებს თავისუფალ გარემოში გადაწყვეტილებას, ის არის თავისუფალი არა მხოლოდ თავისი ბიზნესის განვითარებაში, არამედ ნებისმიერ გამოხატულებაში.

Businesspartner