ეკონომიკა
10/01/2022

ნათია თურნავა: მაღალი ინფლაცია პანდემიით გამოწვეული დროებითი პრობლემაა

ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ნათია თურნავას განმარტებით, მაღალი ინფლაცია გამოწვევად რჩება

ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ მაღალი ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და მისი ზრდა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

"აშშ-ში ინფლაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა, ასევე ევროპის ქვეყნებში, გერმანიაში 29 წლის პიკზეა. მეზობელ თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის მაქსიმუმზეა, ლირის დევალვაციასთან ერთად, მაშინ როდესაც ჩვენი ეროვნული ვალუტა საკმაოდ მყარი და სტაბილურია," – აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, FAO-ს მონაცემებით 27%-ზე მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი გაძვირებულია მსოფლიოში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს პანდემიით გამოწვეული დროებითი პრობლემაა და ეროვნული ბანკის პროგნოზით წლის ბოლომდე ინფლაციის დონე პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. თუმცა, არ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ამ ეტაპზეც აქტიურად ვერევით ფასების დასტაბილურების პროცესში. ასევე ხელს ვუწყობთ საექსპორტო და ადგილობრივი პროდუქციის გაზრდას. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია, გვაქვს გეგმა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას," – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

Businesspartner