ეკონომიკა
25/05/2021

ნათია თურნავა: სახმელეთო საზღვრების გახსნა აისახება ეკონომიკასა და ლარის გამყარებაზე

1-ელი ივნისიდან რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ. გარდა ამისა, იხსნება სახმელეთო საზღვრებიც.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს დადებითი მოლოდინები ეკონომიკის აღდგენის საწინდარია. თურნავა ამ ნაბიჯით ლარის კურსის დასტაბილურებასაც ვარაუდობს.

"ტურიზმის აღდგენა ეკონომიკის აღდგენის საწინდარია. 1-ლი ივნისიდან რესტორნები დახურულ სივრცეებშიც იმუშავებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სარესტორნე ინდუსტრიისთვის, ტურისტებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის.

1-ლი ივნისიდან ასევე გაიხსნება სახმელეთო საზღვრები საერთაშორისო სტუმრებისთვის. ეს ძლიერი მესიჯია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო ელის ტურისტებს, რომლებიც შემოვლენ სხვადასხვა გზით. ეს იქნება ძალიან დადებითი მუხტი, რომელიც გამოიხატება როგორც გაზრდილი ტურისტების რაოდენობაში, ასევე გაზრდილ შემოსავლებში.

ის ფაქტი, რომ ტურისტებისთვის საზღვრებს ვხსნით, მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. თუნდაც, ლარის კურსის გამყარებაში, რასაც ახლა ყველანი ვხედავთ",- აღნიშნა მინისტრმა.

Businesspartner