ეკონომიკა
17/05/2021

ნათია თურნავა: საპრივატიზაციო ობიექტებით ძირითადად ადგილობრივი ინვესტორები ინტერესდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საპრივატიზაციო ობიქტებით უფრო მეტად ადგილობრივი ინვესტორები ინტერესდებიან. ნათია თურნავას თქმით, აქტივობა საკმაოდ მაღალია.

„პრივატიზაცია ირიბად მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება დაწყებულია. სხვაგვარად ასეთი მაღალი ინტერესი პრივატიზაციის მიმართ არ იქნებოდა. განსაკუთრებით ადგილობრივი ინვეტორები აქტიურობენ და მზად არიან, რომ სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებაში მიიღონ მონაწილეობა. პრივატიზაცია ძალიან კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. საპრივატიზაციო ობიექტებით უფრო მეტად ადგილობრივი ინვესტორები ინტერესდებიან, თუმცა ინტერესს უცხოელი ინვესტორების გამოხატავენ,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა ცოტა ხნის წინ მთავრობამ შეთავაზებები გააფართოვა.

ეკონომიკის გამოცოცხლება დაწყებულია, საპრივატიზაციო ობიექტებით ადგილობრივი ინვესტორები ინტერესდებიან

Businesspartner