ეკონომიკა
09/08/2021

ნათია თურნავა: ვაქცინაცია გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკის ძირითადი დარგები არ დავკეტოთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ვაქცინაციის საშუალებით ქვეყანაში არის იმის შესაძლებლობა, რომ პანდემიის გაუარესების მიუხედავად, ეკონომიკის ძირითადი დარგები არ დაიკეტოს. 

“მე არ დავუპირისპირებდი ერთმანეთს ეკონომიკის გაჯანსაღების ამოცანას და პანდემიასთან ბრძოლის ამოცანას. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვაქცინაციის მეშვეობით, ეკონომიკის ძირითადი დარგები არ ჩავკეტოთ და ამავდროულად ვმართოთ პანდემია. ჩემი რეკომენდაციაა, მოწოდება, თხოვნაა, რაც შეიძლება მალე ავიცრათ, მაქსიმალურად დროულად ჩავატაროთ ვაქცინაცია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.  

Businesspartner