ეკონომიკა
02/02/2023

NDI: ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს

ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს.ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

კვლევის შედეგები ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფასების ზრდა აწუხებს. კერძოდ, 77% აცხადებს, რომ ინფლაცია ძალიან აწუხებს, 1%-ს კი არ აწუხებს.ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახელებებში მცხოვრებთ, ასევე 55+ მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. 

NDI-ს მონაცემებით, გამოკითხულთა 18% აღნიშნავს, რომ ფული საკვებზე არ ყოფნის,  35%-ს  მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის, თუმცა ტანსაცმელს ვერ ყიდულობს. 36%-ს ფული ჰყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, თუმცა, არ აქვთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის საშუალება. მხოლოდ 2%-ს აქვს საშუალება შეიძინოს ის რაც უნდა. 

Businesspartner