ეკონომიკა
27/03/2023

ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.

სემეკის ინფორმაციით, სისტემაში ჩართულია 760 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 39 მეგავატია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, 223 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური “თელასის“ გამანაწილებელ ქსელში, ხოლო 537 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიხოლო „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელშია ჩართული.

ნეტო აღრიცხვის პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს და ის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად აღრიცხვის პროცესია.

პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაზოგონ კომუნალური ხარჯები. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთარ ან სხვის ტერიტორიაზე აქვს მზის, ქარის ან წყლის ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, შეუძლია ჩაერთოს ნეტო აღრიცხვის ქსელში.

გამომუშავებული ენერგია თავადვე მოიხმაროს, ჭარბი ენერგიის შემთხვევაში კი მიაწოდოს იგი ქსელში, რომელიც თვის ბოლოს მოსულ ქვითარში აისახება დადებით ბალანსად კვტ.სთ-ებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები