ეკონომიკა
23/05/2023

ნიკოლოზ რევაზიშვილი: კატარის მესამე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა

კატარის მესამე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან, - ამის შესახებ კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები.

„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. კატარის რიგით მესამე ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი იმართება კატარის ემირის პატრონაჟით და ბლუმბერგის თანაორგანიზებით. ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები. ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან“, - განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები