ეკონომიკა
07/09/2021

ნინო წილოსანი: 2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 1 მლრდ-ს გადააჭარბებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის შეფასებით, აგრარულ სექტორში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. 

მისი თქმით, 2012 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 0.5 მლრდ იყო, 2021 წელს კი, ის 1 მლრდ-ს გადასცდება. 

ამ გაორმაგებული ციფრების უკან დგანან ადამიანები, ფერმერები და ის კონკრეტული საქმეები, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის დახმარებით სოფლად მცხოვრები ადამიანები ანხორციელებენ.

კონკრეტიკაზეც გადავალ და გეტყვით, მაგალითად თხილის ექსპორტი გაზრდილია  50%-ით, წინა პერიოდთან შედარებით და 106 მლნ დოლარს გადაცდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ძირითადი წილი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, რაც ასევე ჩვენი საერთო პოლიტიკის და სტრატეგიის ნაწილია.

ატამი ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტი გახდა აგრარულ სექტორში და მისი წარმატებით ექსპორტირება დაკავშირებულია აგრარულ პოლიტიკასთან, სამაცივრე მეურნეობების განვითარებასთან. ასევე მოცვის ექსპორტი, რომელიც 45%-ით არის გაზრდილი და რაც უფრო მსხმოიარობაში შევა გაშენებული პლანტაციები, მით უფრო უკეთესი შედეგი გვექნება. ასევე აღსანიშნავია  სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ის მძიმე ფაქტები ვენახების დასერტყვასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩა.

ბოლოს მინდა გითხრათ მექანიზაციის პროექტზე, რომელიც პრემიერის ინიციატივით ხორცილედება. სახელმწიფო თანადაფინანსებაში 30-35%-ით შედის და ეს პროექტი აგტრარულ სექტორში მომუშავე ადამიანების ეფექტიანობას სულ სხვა შედეგს მისცემს“ - განაცხადა ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე. 

Businesspartner