ეკონომიკა
14/08/2020

ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 325.1 ლარი გახდა

 
საქსტატმა ივლისის თვის საარსებო მინიმუმის მონაცემები გამოაქვეყნა.უწყების ინფორმაციით,2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3,1 ლარით შემცირდა.კერძოდ, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 183.5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 186.6 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3.7 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 187.2 ლარს შეადგენდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ივლისის თვეში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 307.9 ლარით განისაზღვრა.საარსებო მინიმუმის ლარებში გამოსახული მაჩვენებლები ოჯახის ტიპების მიხედვით შემდეგია:

როგორც ცნობილია, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დაცვის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს 40 დასახელების პროდუქტს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70 %-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.