ეკონომიკა
25/05/2021

პანდემიურ წელს მოსახლეობას შემოსავლები 4.5%-ით შეუმცირდა

პანდემიურ წელს საქართველოს მოსახლეობას შემოსავლები შეუმცირდა.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობამ 2020 წელს 1,2 მლრდ-მდე ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მონაცემებს 4.5%-ით ჩამორჩება.

საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4%-ით შემცირდა და 1 100 ლარი შეადგინა, ერთ სულზე კი მაჩვენებელი 4.4%-ით 321.4 ლარამდეა შემცირებული.

შინამეურნეობების შემოსავლების ძირითადი წყარო ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, 2.3%-ული პუნქტით გაიზარდა და 86.8% შეადგინა.

ქალაქში მცოვრებ მოსახლეობას შემოსავლები 4.3%-ით შემცირდა და 747.8 მლნ ლარი შეადგინა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი მაჩვენებელი 5%-ით 446.9 მლნ ლარამდე შემცირდა. 

2020 წელს შემოსავლების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.9%-ული პუნქტით შემცირდა და 47.8% შეადგინა.

შემცირებულია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 9.4%-ს (-2%-ული პუნქტი) უტოლდება.

სამაგიეროდ, 23.4%-მდეა (+4.4%-ული პუნქტი) გაზრდილია პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი.

შემცირებულია მოსახლეობის ხარჯებიც და 1.127 მლრდ ლარია (-7.6%) შეადგინა. ერთ შინამეურნეობაზე წლიურად ვარდნა 9.4%-ია და 1.038 მლრდ ლარს შეადგენს, ერთ სულზე მაჩვენებელი 7.4%-ით შემცირდა და 303.3 ლარს შეადგენს.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 42.1 პროცენტს
შეადგენს.

 

Businesspartner