ეკონომიკა
08/09/2020

პარლამენტი მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტში მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება. პროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველად წარადგენენ.

პროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასის ოდენობას მთავრობა ყოველწლიურად განსაზღვრავს.

დამსაქმებლები კანონის დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე 2000 ლარით, განმეორების შემთხვევაში 4000 ლარით დაჯარიმდებიან.

მოქმედი შრომის კოდექსით მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. ამ საკითხს ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება არეგულირებს, მაშინ მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარად განისაზღვრა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები