ეკონომიკა
10/08/2022

PMC: პირველ კვარტალში ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მოლოდინს გადააჭარბა და პროგნოზი ისევ გაიზარდა

PMC-ის შეფასებით, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მოლოდინებს გადააჭარბა და ზრდის პროგნოზი ისევ გაიზარდა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გავლების გამო იყო შემცირებული. 

როგორც ორგანიზაციის კვლევაში წერია, სწრაფად ცვალებადი გლობალური და ასევე ადგილობრივი ტენდენციების შედეგად წარმოქმნილი გაურკვევლობით იხსნება შესამჩნევი განსხვავებები ქართული და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს შორის, რის შედეგადაც, 2022 წლისთვის საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზები 2.0%-დან 12.2%-მდე მერყეობს.

ასევე მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება ერთი და იმავე ინსტიტუტების მიერ რამდენიმე თვის შუალედით გამოქვეყნებულ პროგნოზებს შორის. ამჟამად, გაურკვევლობის მთავარ მიზეზს საქართველოზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შეფასება წარმოადგენს. მაგალითად, ომის დაწყებამდე მსოფლიო ბანკი 2022 წელს საქართველოში მშპ-ს 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა. ომის დაწყებისას პროგნოზი 2.5%-მდე შემცირდა, რადგან მსოფლიო ბანკი ომის გამო ტურიზმის, ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების შემცირებას პროგნოზირებდა. თუმცა ვინაიდან 2022 წლის I კვარტალში ეკონომიკურმა მაჩვვენებლებმა მოლოდინებს გადააჭარბა, მსოფლიო ბანკმა პროგნოზი ისევ 5.5%-მდე გაზარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები