ეკონომიკა
27/06/2022

პრემიერი: ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს მაშინ, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები

პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს კმაყოფილებას ქართული ეკონომიკის ზრდის მასშტაბებთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს აქვს "ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა" განსაკუთრებით კი გლობალურად არსებული ვითარების გათვალისწინებით. 

"ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ამ წლის 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეს ევროპაში მართლაც უპრეცედენტოა იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები და პრობლემაა ყველგან. უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები პურველ კვარტალში რეკორდულია. იზრდება ექსპორტი, ტურიზმი, ლარი გამყარებულია. ამას შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო მაღალი ტემპებით გავაგრძელებთ მუშაობას",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner