ეკონომიკა
25/08/2021

პრემიერი: ეკონომიკა არ უნდა დავკეტოთ, შეიძლება ლოკალური შეზღუდვები შემოვიღოთ

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, პრემიერი ამბობს, რომ ეკონომიკა ქვეყანაში არ დაიკეტება. ირაკლი ღარიბაშილის თქმით, შესაძლოა მხოლოდ ლოკალური შეზღუდვები დაწესდეს.

"ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი. ამას ემატება საარჩევნო კამპანია. რომ არ მივცეთ ამ მავნებლებს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, ისინი დაიწყებენ აჟიოტაჟს, სპეკულაციას, ისედაც იციან, რომ მარცხდებიან, ძალიან მაგრად მარცხდებიან, ამიტომ ოქროს შუალედის პოვნა დაგვჭირდება. ჩვენ ყველამ ერთად სექტემბერიც უნდა ჩავამთავროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ ეფექტიანად, არჩევნები ჩავატაროთ კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენი პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი.

რაც მთავარია, ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ეკონომიკა არ დავკეტოთ და ჩვენი ათასობით მოქალაქე არ გამოვკეტოთ სახლში შემოსავლის და სარჩოს გარეშე.

სექტემბერი ერთად, ბოლომდე, ძლიერად უნდა გავიაროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ, გავზარდოთ ტემპები, ეკონომიკა არ უნდა დავკეტოთ, შეიძლება ლოკალური შეზღუდვები შემოვიღოთ, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს მთლიანად ეკონომიკის ზრდის ტემპს", - აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner