ეკონომიკა
09/08/2021

პრემიერი: Fitch-ის რეიტინგით ქვეყანა პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგით, საქართველო პანდემიამდელ პერიოდს დაუბრუნდა. 

“Fitch-ის რეიტინგის მიხედვით ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნდა ერთის მხრივ საქართველოს სუვენერული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე. რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურობამდე გაუმჯობესდა. ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს. 

რეიტინგის პერპსექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს.  

“ბოლო 6 თვის მაჩენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია. 

ამასთან, Fitch-ის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8% - წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე. ჩვენი მიზანია, 2025 წლისთვის საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც ჩვენ 2 საფეხური გვაქვს დარჩენილი. Fitch-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები