ეკონომიკა
14/09/2021

პრემიერი: ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეგიონებში საწარმოების განვითარებას

“სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონებში საწარმოების განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკისმდგრადობას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული აგურის მწარმოებელ კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტეში" განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრიც იმყოფებოდა. 
 
ნათია თურნავას ინფორმაციით, ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტემ“ ქარხნის ესპანეთიდან საქართველოში გადმოტანის გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო. კომპანია სარგებლობს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო კრედიტის 900,000 ლარიანი თანადაფინანსებით და საკრედიტო - საგარანტიო სქემის 2,55 მლნ ლარის ოდენობის კომპონენტით.
 
საწარმოს ჯამური ინვესტიცია 11,4 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია დღეში 120 ტონა აგურს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.
 
Businesspartner